გაკვეთილის თემა
|
გრადუსთა ბადე
და დედამიწის კოორდინატები
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ნინო ნაკაშიძე
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური(7)კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატებისა
და ადგილმდებარეობის დადგენა.
·
მოსწავლე იძენს სივრცეში ორიენტირების უნარს. შეძლებს
ნებისმიერი წერტილის კოორდინატის დადგენას, ანდა კოორდინატის მიხედვით ნებისმიერი
ობიექტის მოძებნას,
|
ე.ს.გ-ით განსაზღვრული მიზნები და ამიცანები
|
გეო.VII
3.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში
·
რუკაზეგანსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს
·
რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული
ობიექტების კოორდინატებს(მაგ.დედაქალაქი,კუნძულები,მწვერვალები და სხვ.)
·
ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს
·
ატლასის საძიებო სისტემის გამიყენებით განსაზღვრავს
გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას
|
წინარე ცოდნა
|
ბავშვებმა იციან რუკის ელემენტები:ეკვატირი, საწყისი მერიდიანი, პოლუსები.
მოსწავლეები ფლობენ კომპიუტერზე მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს.
|
რესურსები:
|
სახელმძღვანელო-„გეოგრაფია“-7კლასი.ავტორები:გ.ჭანტურია, მ.ბლიაძე, დ.კერესელიძე.
ნახევარსფეროების ან მსოფლიოს ფიზიკური რუკა. ფლობენ კომპიუტერზე მუშაობის
ელემენტარულ უნარ-ჩვევებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები:
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. გამოვიყენებთ
თვითშეფასებებს და ურთიერთშეფასებებს.
|
გაკვეთილიას მსვლელობა:
|
A
ფაზა
გაკვეთილის დასაწყისში, ვთხოვ მოსწავლეებს, დააკვირდნენ მონიტორზე გამოსახულ
ნახევარსფეროების რუკას და გამოთქვან ვარაუდი, რატომ არის რუკა „დასერილი“ ხაზებით.
ვარაუდების მოსმენის შემდეგ, ვთხოვ გაიხსენონ:რა არის ეკვატორი, გრინვიჩის მერიდიანი
და მოზებნონ ისინი რუკაზე.
შემდეგ ვთხოვ წყვილებში იმუშაონ და დაადგინონ, რომელ ნახევარსფეროში
მდებარეობს:აფრიკა, ევროპა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, ოკეანეები,საქართველო.
Bფაზა-(შინაარსი)
მინი ლექცია და პრაქტიკული სამუშაო-20წთ.
ატარებ მინი ლექციას გრადუსთა ბადისა და გეოგრაფიული ლოორდინატების შესახებ.
კლასს ვყოფ ჯგუფებად-სულ 3 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება-ამოცანა
კოორდინატებზე.
სამუშაოს შესრულების შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.
C-ფაზა(რეფლექსია)-15წთ.
გაკვეთილის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს ეძლევა ინდივიდუალური დავალება კომპიუტერთან
უნდა განსაზღვრონ მათ მიერ შერჩეული2 ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები.
შესრულებულ ნამუშევრებს მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან და ერთმანეთის
ნამუშევრებს ასწორებენ
|
გამოყენებული რესურსი:
|
კომპიუტერი, გლობუსი, ნახევარსფეროების რუკა, სახელმძღვანელო-7კლასის:გეოგრაფია-ავტორი-ჭანტურია,ბლიაძე.
|
пятница, 13 декабря 2013 г.
გაკვეთილის გეგმა "გრადუსთა ბადე და გეოგრაფიული კოორდინატები"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий