четверг, 19 декабря 2013 г.

პროექტი"-ხაშურის რაიონის მოსახლეობა"

1.პროექტის სახელწოდება: ხაშურის რაიონის მოსახლეობა.
2.პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია, რადგან ხაშურის რაიონში ადგილი აქვს მოსახლეობის კლებას და ვიკვლევთ რა არის ამის მიზეზი.
3.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
4.მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ოთხი კვირა.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეავსებენ ანკეტებს,გააკეთებენ ბუკლეტებს, შეადგენენ ხაშურის რაიონის სქემატურ რუკას.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, თეთრი ფურცლები, ფორმატის ფურცელი.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად, მოვახდინოთ საქმიანობის განაწილება: 1. ჯგუფი ხაშურის რაიონის სქემატურ რუკას აკეთებსword-ში. 2. ჯგუფი, ინფორმაციებს მოიძიებს ინტერნეტში. 3. ჯგუფი, დიაგრამებს აკეთებს exsel-ში, 4.ჯგუფი, სლაიდებს განათავსებს pover-point-ში 5. ჯგუფი, ბუკლეტებს აკეთებს კომპიუტერში. 6. ჯგუფი, ვიდეო ფაილებს გააკეთებენ და გამოაქვეყნებენ ბლოგებზე.
9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: დაგვჭირდება კავშირი ისტორიასთან.დაგვჭირდება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. ინდიკატორები(სტანდარტთან): იყენებს შესაბამის თემატურ რუკებსდა აანალიზებს ხაშურის რაიონის საზღვრის გატარების საკითხს, აჯგუფებს მოსახლეობას ასაკობრივი და რელიგიური ცენზის მიხედვით, გამოთქვამს მოსაზრებებსგარემო-პირობების გათვალისწინებით მოსახლეობის განსახლების შესახებ, მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით აღწერს ხაშურის რაიონის მოსახლეობას,აგროვებს ინფორმაციას მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის შესახებ,მსჯელობს მის თავისებურებებზე, ადარებს მოსახლეობის ამჟამინდელ მდგომარეობას წინა წლებისას.
10.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ნაკაშიძე.
11.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninonakahidze44@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий