вторник, 18 февраля 2014 г.

დღე მეშვიდე



გადავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკა’ გავაკეთეთ ჩამატებები. აგრეთვე გავაკეთეთ მეორე შეფასების რუბრიკა. შევედით viewer-ში, გადავედით რესურსებში, სადაც დევს მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკა- ადაფტირება. ჩვენ გარდავქმენით როგორც შეესაბამებოდა ჩვენს პროექტებს.
გავიგე, რომ ვიკი როგორც ვებ-გვერდი ისეთი ინტერნეტსივრცეა, ოღონდ დაუმთავრებელი.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე. სლაიდშოუს სახით ნათიამ მოგვიწყო პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე. გადავხედეთ სკაფოდინგ-ხარაჩოს მეთოდს, ანუ როგორ ვდებთ საფუძველს ჩვენს პროექტებში, რა გასაგებ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს მოსწავლეებს, ანუ რით ვეხმარებით მათ.
შევქმენი სლაიდშოუ ზემოაღნიშნული მეთოდისათვის, რათა დავეხმარო მოსწავლეებს, და ბოლოს მოსწავლეთა მხარდასაჭერი სლაიდშოუ შევინახეთ დ დისკზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий