წრის დასახელება: „ნორჩი გეოგრაფი"
სამიზნე ჯგუფი: VII კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: ნინო ნაკაშიძე
სასწავლო წელი: 2018-2019 წელი. მე-2 სემესტრი
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება გეოგრაფიაში და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. უკეთ შეისწავლონ საქართველოსა და მსოფლიო გეოგრაფიის მნიშვნელოვანი მოვლენები. გაეცნონ გეოგრაფიულ ნომენკლატურას და მოგზაურებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებში და
ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურდა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
მოსალოდნელი შედეგი: საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ. აიმაღლებენ მოტივაციას და გააუმჯობესებენ სწავლების ხარისხს. შეძლებენ, დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია, დაამუშავონ და გაუკეთონ ანალიზი.
რესურსები: დაფა, ცარცი, ფორმატები, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები,მსოფლიო გეოგრაფიის ენციკლოპედია, საქართველოს და მსოფლიო პოლიტიკური რუკები, ნახევარსფეროების რუკა, ინტერნეტი
Комментариев нет:
Отправить комментарий