შეკრება N2
გეოგრაფიის წრის მე-2 შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 12 თებერვალს
წრის წევრების სია:
ახალკაცი ნინო
გელაშვილი მათე
გრიგალაშვილი საბა
ლომიძე ხატია
მეზურნიშვილი მილერი
მუმლაძე ნოდარი
ბეროზაშვილი ანი
მიზანი: გაეცნონ მარკო პოლოს მოგზაურობას და დააფიქსირონ მისი მოგზაურობის მარშრუტი.
მოსალოდნელი შედეგი: კითხვის, წაკითხული მასალიდან აზრის გამოტანის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, თვალსაჩინო მასალიდან ინფორმაციის გადმოცემის, შედარების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობის უნარის გამომუშავება.
ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული შედეგი: VII/3 იყენებს პოლიტიკურ და ფიზიკურ რუკას და აღწერის პირობით ნიშნებს, მოძებნის ინფორმაციას.
აქტივობები: ტექსტზე და წყაროებზე მუშაობა, ილუსტრაციების დათვალიერება, მოგზაურობის მარშრუტის დადგენა.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, მსოფლიო გეოგრაფიული ენციკლოპედია, პოლიტიკური რუკა, ნახევარსფეროების რუკა, ფორმატი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.
წრის წევრებს მიეცათ დავალება: ჯგუფებში ინფორმაციის მოძიება კოლუმბის ოთხი მოგზაურობის შესახებ. განეხილათ რა დაძაბულმა ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა, რომ ევროპელებს ეძებნათ ახალი საზღვაო გზები ინდოეთში მისასვლელად.
Комментариев нет:
Отправить комментарий