შეკრება N4
გეოგრაფიის წრის მე-4 შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 26 თებერვალს
წრის წევრების სია:
ახალკაცი ნინო
გელაშვილი მათე
გრიგალაშვილი საბა
ლომიძე ხატია
მეზურნიშვილი მილერი
მუმლაძე ნოდარი
ბეროზაშვილი ანი
მიზანი: გაეცნონ ვასკო და გამას მოგზაურობას, ისაუბრონ ამ მოგზაურობის შედეგებზე, მოძებნონ მისი გავლილი გზა ნახევარსფეროების რუკაზე და შეადგინონ ამ მოგზაურობის სქემატური რუკა.
მოსალოდნელი შედეგი: კითხვის, წაკითხული მასალიდან აზრის გამოტანის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, თვალსაჩინო მასალიდან ინფორმაციის გადმოცემის, შედარების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობის უნარის გამომუშავება.
ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული შედეგი: VII/3 იყენებს პოლიტიკურ და ფიზიკურ რუკას და აღწერის პირობით ნიშნებს, მოძებნის ინფორმაციას.
აქტივობები: ტექსტზე და წყაროებზე მუშაობა, ილუსტრაციების დათვალიერება, მოგზაურობის მარშრუტის დადგენა.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, მსოფლიო გეოგრაფიული ენციკლოპედია, პოლიტიკური რუკა, ნახევარსფეროების რუკა, ფორმატი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.
წრის წევრებს მიეცათ დავალება: ჯგუფებში ინფორმაციის მოძიება აბელ ტასმანისა და რობერტ პირის მოგზაურობების შესახებ, მათ წვლილზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიის საქმეში.
Комментариев нет:
Отправить комментарий