вторник, 20 февраля 2018 г.

ჩატარებული ღონისძიებები

შეკრება N3
გეოგრაფიის წრის მე-3 შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 20 თებერვალს.
წრის წევრების სია:
  1. მარიამ მახარაშვილი
  2. ანა ლაბაძე
  3. ხატია მურჯიკნელი
  4. თინათინ ცუცქირიძე
  5. საბა ლაბაძე
  6. პაპუნა მაღრაძე
  7. გიორგი ღვალაძე
  8. მარი კიკნაძე
  9. ლუკა ბლიაძე
  10. ლილე ფცქიალაძე

მიზანი: გაეცნონ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობებს, განიხილონ რამ განაპირობა მისი ოთხი მოგზაურობა და იმსჯელონ ამ მოგზაურობების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე. რუკაზე დააფიქსირონ კოლუმბის მიერ გავლილი გზები.
მოსალოდნელი შედეგი: კითხვის, წაკითხული მასალიდან აზრის გამოტანის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, თვალსაჩინო მასალიდან ინფორმაციის გადმოცემის, შედარების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობის უნარის გამომუშავება.
ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული შედეგი: VII/3 იყენებს პოლიტიკურ და ფიზიკურ რუკას და აღწერის პირობით ნიშნებს, მოძებნის ინფორმაციას.
აქტივობები: ტექსტზე და წყაროებზე მუშაობა, ილუსტრაციების დათვალიერება, მოგზაურობის მარშრუტის დადგენა.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, მსოფლიო გეოგრაფიული ენციკლოპედია, პოლიტიკური რუკა, ნახევარსფეროების რუკა, ფორმატი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.

წრის წევრებს მიეცათ დავალება: ჯგუფებში ინფორმაციის მოძიება ვასკო და გამას  მოგზაურობის შესახებ. იმსჯელონ მისი დიდი წვლილის შესახებ ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენის საქმეში. 



Комментариев нет:

Отправить комментарий