среда, 28 февраля 2018 г.

ჩატარებული ღონისძიებები


შეკრება N4
გეოგრაფიის წრის მე-4 შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 27 თებერვალს.
წრის წევრების სია:
  1. მარიამ მახარაშვილი
  2. ანა ლაბაძე
  3. ხატია მურჯიკნელი
  4. თინათინ ცუცქირიძე
  5. საბა ლაბაძე
  6. პაპუნა მაღრაძე
  7. გიორგი ღვალაძე
  8. მარი კიკნაძე
  9. ლუკა ბლიაძე
  10. ლილე ფცქიალაძე

მიზანი: გაეცნონ ვასკო და გამას მოგზაურობას, ისაუბრონ ამ მოგზაურობის შედეგებზე, მოძებნონ მისი გავლილი გზა ნახევარსფეროების რუკაზე და შეადგინონ ამ მოგზაურობის სქემატური რუკა.
მოსალოდნელი შედეგი: კითხვის, წაკითხული მასალიდან აზრის გამოტანის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, თვალსაჩინო მასალიდან ინფორმაციის გადმოცემის, შედარების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობის უნარის გამომუშავება.
ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული შედეგი: VII/3 იყენებს პოლიტიკურ და ფიზიკურ რუკას და აღწერის პირობით ნიშნებს, მოძებნის ინფორმაციას.
აქტივობები: ტექსტზე და წყაროებზე მუშაობა, ილუსტრაციების დათვალიერება, მოგზაურობის მარშრუტის დადგენა.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, მსოფლიო გეოგრაფიული ენციკლოპედია, პოლიტიკური რუკა, ნახევარსფეროების რუკა, ფორმატი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.
წრის წევრებს მიეცათ დავალება: ჯგუფებში ინფორმაციის მოძიება აბელ ტასმანისა და რობერტ პირის მოგზაურობების შესახებ, მათ წვლილზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიის საქმეში.



Комментариев нет:

Отправить комментарий